გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

საფრანგეთი პირველი ნახევარფინალისტია

გააზიარეთ

2026 წლის მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი საფრანგეთის ნაკრებია დიდიე დეშამის გუნდმა მეოთხედფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა.

„მამლებმა“ ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. შეიძლებოდა ფრანგებს დიდი უპირატესობით მოეგოთ, მაგრამ მაროკოელთა მეკარე იასინ ბონოს უამრავი მომენტიდან მხოლოდ ორი გაუტანეს.

კილიან მბაპეს ანგარიშის გახსნა 28-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ბონომ პენალტი აუღო. თუმცა, ფრანგთა ლიდერმა და კაპიტანმა მაინც გაუტანა. ეს მე-60 წუთზე მოხდა – კილიანმა ბურთი შორეულ კუთხეში ოსტატურად მოჭრა და ბონო უშანსოდ დატოვა – 1:0. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მბაპეს მერვე გოლი იყო და ლიონელ მესის გაუთანაბრდა, მაგრამ ერთით მეტი საგოლე პასი აქვს და ამით სჯობნის. სამაგიეროდ, იმავე მესის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ერთადერთი გოლით ჩამორჩება: მესის 21 აქვს გატანილი, მბაპეს კი – 20. თუმცა, ამ მუნდიალზე თუ არა, მომავალში მაინც გადაასწრებს.

მალევე ანგარიში 2:0 გახდა. გოლი ამჯერად გასული სეზონის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უსმან დემბელემ გაიტანა. საგოლე პასი კი, მბაპესი იყო.

„მამლები“ ზედიზედ მესამედ გავიდნენ ნახევარფინალში. ასევე ზედიზედ მესამედ ფინალში გასვლას ეცდებიან. დეშამის გუნდი 2018 წელს ჩემპიონი გახდა, 2022 წელს კი, არგენტინასთან დამარცხდა.

საფრანგეთი მეტოქეს ელოდება, რომელიც ესპანეთი ან ბელგია იქნება…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები