გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქათველო ქულებს იმატებს და ადგილზე რჩება

გააზიარეთ

მსოფლიო რაგბის მიერ დაარსებული ახალი ტურნირი – ერთა თასი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამი მოგებით დაასრულა და რეიტინგში ქულები შეიმატა.

ბორჯღალოსნებმა ბოლოს ჩილეს (49:22) მოუგეს, რაც 0.64 ქულის მომტანი აღმოჩნდა. გამოიმუშავეს. მართალია, რეიტინგში წინ არ წაუწევიათ, მაგრამ სხვაობა შემცირებულია.

საქართველოს ნაკრები 73.94 ქულით მე-13 ადგილზე რჩება. ჩვენს წინ იტალიაა (76.30), რომელიც ათეულიდან გამოვარდა. აპენინელები ავსტრალიასთან (10:57) დამარცხდა, რითიც 1.01 ქულა დაკარგა და ახლა 12-ე ადგილზეა. იტალიას გადაასწრეს იაპონიამ (76.42), რომელიც ათეულში შევიდა და უელსმა (76.38). მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი დამარცხდა, ქულები არ დაუკარგავთ.

რაც შეეხება ათეულს: სათავეში კვლავ სამხრეთ აფრიკაა, მაგრამ მიუახლოვდა ზელანდია, რომელმაც მესამე პოზიციაზე მყოფ ირლანდიას სძლია და უკან სოლიდური სხვაობით მოიტოვა. დანარჩენი ადგილები უცვლელია: საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია, არგენტინა, ავსტრალია, ფიჯი.

გუნდებს მორიგი ქულების გამომუშავების შანსი შემოდგომაზე ექნებათ, როდესაც ერთა თასის მორიგი ეტაპი იქნება. საქართველოს ნაკრები ამჯერად სამივე მატჩს საქართველოში გამართავს: 7 ნოემბერს ტონგას უმასპინძლებს, 14-ში – კანადას, 21-ში – აშშ-ს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები