გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ სკარიოლო იმსხვერპლა

გააზიარეთ

ესპანეთის ნაკრებში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ სერჯო სკარიოლომ თანამდებობა დატოვა. 10 წლიანიო რომ ვამბობთ, გადაბმულად პერიოდს ვგულისხმობთ, თორემ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი პირენეელთა საკალათბურთო ნაკრებს მანამდეც – 2009-2012 წლებშიც თავკაცობდა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სკარიოლოს ესპანეთის ნაკრებში მუშაობა ამ ქვეყნის საკალათბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან პირენეელებმა ოთხჯერ სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ბედის ირონიაა, რომ სერჯო სკარიოლოს პოსტიდან წასვლა სწორედ ევრობასკეტზე ესპანელთა წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მოუხდა და ამაში ლომის წვლილი საქართველოს ნაკრებმაც დაიდო. ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა ბებერი კონტინენტის მოქმედი ჩემპიონები 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. სწორედ ეს ფაქტორი გახდა იმის წინაპირობა, რომ საბოლოოდ ესპანელები ჯგუფში ჩარჩნენ. საგულისხმოა, რომ ესპანელებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი 33 წლიანი პაუზის შემდეგ ვერ დაძლიეს.

„ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც იგივეს ვიტყვი ჩემს კალათბურთელებზე. ცხადია, გულდასაწყვეტი და უსიამოვნო ფაქტია თანამდებობას წაგებული მატჩის შემდეგ რომ ვტოვებ, მაგრამ ამის დროც მოვიდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შემცვლელს საქმე საწუწუნოდ ნამდვილად არ ექნება. მის განკარგულებაში არაჩვეულებრივი ნიჭიერი კალათბურთელები იქნებიან. შესანიშნავი თაობა მოდის და ისინი თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან“ – აღნიშნა სკარიოლომ.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი