გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასზე ფინალამდე გზა ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. არადა, ჯერ მერვედფინალური ეტაპიც არ დასრულებულა,

საქმე ის არის, რომ ევროტურნირების გამო ორი მატჩი (იბერია-ტორპედო და სპაერი-კოლხეთი) გადაიდო.

მიუხედავად ამისა, მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

1).მეშახტე-იბერია ან ტორპედო;

2).ლოკომოტივი-დინამო (ბთ);

3).დილა-სპაერი ან კოლხეთი;

4).რუსთავი-სამტრედია;

რაც შეეხება ნახევარფინალებს, აქ ასეთი სუტიაცია დალაგდა.

პირველ წყვილში გამარჯვებული ფინალში გასასვლელად მეორე წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ცხადია, ერთმანეთს შეხვდებიან მესამე და მეოთხე წყვილებში გამარჯვებულები.

მეოთხედფინალური შეხვედრები 23 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური მატჩები 30 ოქტომბერს.

გადადებულ მატჩებს რაც შეეხბა: იბერია 1999-სა და ტორპედოს მერვედფინალური მატჩი 13 აგვიტოს გაიმართება, ხოლო სპაერი და კოლხეთი გამარჯვებულს 20 აგვიტოს გამოავლენენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი