გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოქროს ბურთის 30-კაციანი სია – კვარაცხელია კვლავ საუკეთესოებში

გააზიარეთ

ფრანგული ჟურნალის, France Football-ის მიერ გამოქვეყნებული ოქროს ბურთის 30-კაციანი ნომინანტების სია უკვე ცნობილია. ჯილდოს გადაცემის ცერემონია მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გაიმართება, ტრადიციულად, საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში.

ფეხბურთის სამყაროში ეს ჯილდო უდიდესად ითვლება და ის გადაეცემა სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, რომლის შერჩევაში მრავალი ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტი მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოდან სარბიელის დამფუძნებელი, ზურაბ ფოცხვერია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ხმას აძლევს.

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორე წელია ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მოხვდა. 2023 წელს ქართველმა ვარსკვლავმა მე-17 ადგილი დაიკავა. წლევანდელი ნომინაცია კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელად განიხილება.

წარმოდგენილი 30 ფეხბურთელი, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ:

უსმან დემბელე

ლამინ იამალი

ვიტინია

რაფინია

ხვიჩა კვარაცხელია

ჯანლუიჯი დონარუმა

ჯუდ ბელინგემი

დეზირე დუე

დენზელ დუმფრისი

სედუ გირასი

ერლინგ ჰოლანდი

ვიქტორ დიოკერესი

აშრაფ ჰაკიმი

ჰარი კეინი

ალექსის მაკალისტერი

რობერტ ლევანდოვსკი

ლაუტარო მარტინესი

სკოტ მაკტომინეი

კილიან მბაპე

ნუნუ მენდეში

ჟოაუ ნევეში

პედრი

კოულ პალმერი

მაიკლ ოლისე

დეკლან რაისი

ფაბიან რუისი

ვირჯილ ვან დეიკი

ვინისიუს ჟუნიორი

მოჰამედ სალაჰი

ფლორიან ვირცი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები