გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“ლოს ბლანკოს” ახალი ცხრიანი ცნობილია

გააზიარეთ

ცნობილია, თუ ვინ ჩაიბარებს კილიან მბაპეს 9-ნომრიან მაისურს მადრიდის რეალში. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად, ლეგენდარული ცხრიანი ესპანელ ფეხბურთელს ერგება.

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ კილიან მბაპემ საკუთარი 9-ნომრიანი მაისური დათმო და კლუბიდან ახლახანს წასული ლუკა მოდრიჩის ათიანი მოირგო. წესით, ლეგენდარული ნომრის მფლობელი ბრაზილიელი ენდრიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტრავმებმა და არასახარბიელო პერფორმანსებმა თავდამსხმელი უკან დაწიეს და მის მადრიდულ კარიერასაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს.

ენდრიკის ნაცვლად, 9-ნომრიანი მაისურით თამაშის პრივილეგია პირველ გუნდში ახლახან დაწინაურებულ გონსალო გარსიას ერგო. 21 წლის ესპანელის დებიუტი რეალის ძირითად შემადგენლობაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შედგა, სადაც მან სოლიდური თამაში აჩვენა.

მადრიდული კლუბის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია — გარსია ფერნანდო მორიენტესის შემდეგ რეალის პირველი ესპანელი ცხრიანი გახდება.

რაც შეეხება ენდრიკს — ტრავმის მოშუშების შემდეგ, ახალგაზრდა ბრაზილიელს შემტევ ხაზში ადგილის დასამკვიდრებლად სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი