გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება

გააზიარეთ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, ქალთა ნაკრები, ანასტასია კირთაძის (2308), ნინო ბაციაშვილის (2461), ლელა ჯავახიშვილის (2427), ბელა ხოტენაშვილის (2424), მერი არაბიძისა (2408) და კესარია მგელაძის (2271) შემადგენლობით, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.

ტურნირი 18 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ლინარესში დაიწყება და ჩვენი გოგონები ტიტულის დაცვას შეეცდებიან. საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ წელს გუნდს აკლია ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე. გუნდში ახალი სახეებიც არიან – 16 წლის ანასტასია კირთაძე და 15 წლის კესარია მგელაძე.

მსოფლიო ჩემპიონატზე 12 გუნდი ითამაშებს: წინა ტურნირის ნახევარფინალისტები – საქართველო, აშშ, ყაზახეთი და საფრანგეთი; კონტინენტური ქვოტებით – ჩინეთი, უკრაინა, პერუ და აზერბაიჯანი; სპეციალური მიწვევით –ინდოეთი, უზბეკეთი, ესპანეთი და FIDE-ს ნაკრები.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ჩინეთთან, უკრაინასთან, საფრანგეთთან, უზბეკეთთან და ინდოეთთან მოხვდა. ფლეი ოფში ჯგუფიდან ოთხი გუნდი გადის, რის შემდეგ ტურნირი ოლიმპიური სისტემით გრძელდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი