გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

საქართველომ მსოფლიო მძლავრად დაიწყო

გააზიარეთ

ესპანეთის ქალაქ ლინარესში დაიწყო მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის ჭადრაკში. უკვე გაიმართა ორი ტურის პარტიები და ჩვენი გუნდი ჯგუფში ლიდერობს.

პირველ ტურში ჩვენმა გოგონებმა უზბეკეთის ნაკრები 3.5:0.5 დაამარცხეს. მოგებები ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მიითვალეს, ხოლო მერი არაბიძე ყაიმს დასჯერდა.

მეორე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ინდოელები დაჩაგრეს – 3.5 : 0.5. აქ ჯავახიშვილმა, ხოტენაშვილმა და არაბიძემ იმარჯვეს, ყაიმი კი ბაციაშვილმა ითამაშა.

დღეს კიდევ ორი ტური გაიმართება და საქართველოს ნაკრები ტურნირის ფავორიტებს – უკრაინასა და ჩინეთს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ტურნირზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით არის.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი