გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ესპანეთთან ისტორიის გამეორებას შეეცდება

გააზიარეთ

რიგაში უკრაინასთან განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და მომავალი პრინციპული შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა. „ჯვაროსნებმა“ ერთადერთი ვარჯიში ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სრულყოფილი საწვრთნელი პროცესი, რომელსაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი თამაშებს შორის არსებულ მცირე დროში ასწრებს.

მოედანზე სრული დატვირთვით 15-ვე მოთამაშე მუშაობდა, თუმცა ესპანეთის წინააღმდეგ პარკეტზე მხოლოდ 12 მათგანი გავა. მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა და მატჩის მიღმა ისევ ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დატოვა.

საქართველოს ნაკრები მატჩის დილას კიდევ ერთ, მსუბუქ ვარჯიშს გამართავს, რომელიც ძირითადად მომავალ შეხვედრაში დაგეგმილი ტაქტიკური ჩანაფიქრების საბოლოო დამუშავებასა და დეტალების დაზუსტებას დაეთმობა.

ამ დაპირისპირებას ისტორიული ფონი ახლავს, რომელიც გულშემატკივარს უდიდეს იმედს უსახავს. წინა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუსტად ოთხი წლის წინ – 2022 წლის 4 ივლისს, საქართველომ ესპანეთის უძლიერესი ნაკრები დაამარცხა, რამაც ჩვენს გუნდს მუნდიალისკენ გზა გაუხსნა.

საინტერესოა, რომ მაშინაც, ამ ისტორიულ გამარჯვებამდე, საქართველოს ნაკრები ლატვიიდან დაბრუნდა, სადაც უკრაინასთან დიდი სხვაობით ჰქონდა მატჩი წაგებული. ამ ეტაპზე მოვლენები ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება – ყველაფერი საოცრად ემთხვევა წარსულს და სრულ, ეგრეთ წოდებულ „დეჟავუს“ მხოლოდ ერთი რამ აკლია: ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთხელ დამარცხება.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირება 5 ივლისს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი