გამოგვიწერეთ

კალათბურთი

რიდი და მოურიდებელი შენგელია ესპანეთს მოერია

გააზიარეთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულების მეტი რაოდენობა გვჭირდებოდა. ეს უკრაინასთან უფრო იყო დაგეგმილი, მაგრამ საშინლად ვითამაშეთ. შემდეგი გაჩერება ესპანეთი იყო. თითქოს უშანსოდ ვიყავით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 20 და მეტ ქულას ვაგებდით. თუმცა, თამაში მაინც შემოვატრიალეთ და ოვერტაიმში 91:89 მოვუგეთ.

ამ მოგებამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვაიბები წამოიღო. მაშინაც ლატვიაში უკრინასთან წავაგეთ, შემდეგ ესპანელებს ოვერტაიმში მოვუგეთ და გავედით.

თამაშის ბედი ორმა კალათბურთელმა გადაწყვიტა – თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. კაპიტანმა 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ნატურალიზებულმა ამერიკელმა 32 ქულა, 7 პასი და 2 ჩაჭრა. გაინტერესებთ სხვა ყველაზე შედეგიანი კალათბურთელის ანგარიში? მხოლოდ 6 ქულა…

აი, დაცვაში გარჯას ვერავის დავუკარგავთ. განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში…

მუნდიალის შემდეგ ეტაპზე უკვე ვართ. აი, მეტოქეებად ვინ გვეყოლება, მოგვიანებით გაირკვევა…

მუნდიალისკენ ნაბიჯი არის, დანარჩენი მეორე ეტაპზე გაირკვევა…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი