გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრების ორი განსხვავებული ტაიმი

გააზიარეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში ჩილეს ცხრა ლელო გაუტანა და 59:26 დაამარცხა. თუმცა, თამაში ვერ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით.

ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში სრულად დომინირებდა და შვიდი უპასუხო ლელოთი 45:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში თამაში აგვერია, ხშირად ვჯარიმდებოდით. ამით სამხრეთ ამერიკელებმა ისარგებლეს და ოთხი ლელოთი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს და დიდი სხვაობით გაიმარჯვეს – 59:26.

საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩს, უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისს მასპინძლების, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ. „ჯუნიორ ბოკემ“ დღეს ფიჯი 82:25 დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები