გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სენტ-ეტიენში ზურიკოს დატოვება სურთ – მწვრთნელის კიდევ ერთი განცხადება

გააზიარეთ

მიუხედავად უამრავი ჭორისა, ჯერჯერობით, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის რიგებშია და ახალი სეზონიც საფრანგეთის მეორე დივიზიონში დაიწყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ზურიკოს წინასასეზონო შეკრებაზე ტრავმა ჰქონდა, მან ლიგა 2-ის პირველ ტურში მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მწვანეები კი ლავალთან უხვგოლიან მატჩში, 3-3 დაზავდნენ.

მატჩის შემდგომ სენტ-ეტიენის თავკაცმა ეირიკ ჰორნელანმა ქართველი შემტევის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისი დარჩენის სურვილი დაადასტურა:

“დავითაშვილი ტოპ კლასის ფეხბურთელია, ის ამბიციური ფეხბურთელია და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც სენტ-ეტიენისთვის შეუძლია. იმედი მაქვს, მას მოედანზე კარგად გამოვიყენებთ, რადგან გვჭირდება”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები