გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტური სტუმრების გამარჯვებებით დაიწყო

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დღეს ორი მატჩით დაიწყო და ორივეში სრუმრებმა იმარჯვეს.

გარეჯი-დინამო თბ 0:1

დინამოელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე ლუკა ლაცაბიძემ გაიტანა. დინამოს მცველმა სტანდარტულზე იხეირა: კუთხურს თავი ირაკლი სირაძემ შეაგება, ლუკამ კი კუთხე ჩაკეტა.

გაგრა-კოლხეთი 1:3

ფოთელებმა ზედიზედ ოთხი მარცხის მერე გაიმარჯვეს და ხასიათი გამოიკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ელიტაში დარჩენის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, მაგრამ მაინც განწირულები ჩანან.

ანგარიშის მიუხედავად, გაგრასთანაც არ მოუგიათ იოლად. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ ანდრია დადეშქელიანი შესანიშნავად ირჯებოდა, ხოლო ფოთელებს გასატანი გაჰქონდათ. სანდრო ავალიანმა ანდრია ბართიშვილისა და დავით ფაღავას პასები გამიყენა. მესამე ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ შეაგდო. აქ გიორგი ხარებავას მშვენიერი პასია გამოსარჩევი.

გაგრამ საგოლედ ბოლოსღა გაისროლა – ვანდერსონი მთელი თამაში ცდილობდა და დაუფასდა…

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი