გამოგვიწერეთ

კალათბურთი

NBA-ს ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი საქართველოსკენ დაიძრა

გააზიარეთ

NBA-სა და ოლიმპიური ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი კარიერას საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress Tbilisi-ში რომ გააგრძელებდა, ამაზე უკვე ვწერდით. ეს ინფორმაცია თავად კალათბურთელმაც დაადასტურა.

დუაიტ ჰოვარდი:

„ჯორჯია, გზაში ვარ! არა, ჩემს მშობლიურ ქალაქ ატლანტას არ ვგულისხმობ, საქართველოში მოვდივარ. გადავწყვიტე, რომ აზიის შემდეგ ტური თბილისში გამეგრძელებინა. გადაწყვეტილებას იმის შემდეგ ვიღებ, თუ რომელ ქვეყანას სურს ჩემი ხილვა. ოქტომბერში შევხვდებით“.

ჰოვარდმა NBA-ს კარიერა 2022 წელს დაასრულა, რის შემდეგ სათამაშოდ ტაივანში წავიდა, საიდანაც უკვე მონღოლეთში გადაინაცვლა. ახლა უკვე საქართველოს ჯერია.

ჰოვარდი ერთჯერად კონტრაქტებს აფორმებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ Black Fortress-ის მაისურით 1 ან 2 მატჩს ითამაშებს. თუმცა, ასეთი დონის კალათბურთელის ნახვა (თუნდაც ერთხელ მოედანზე) ჩვენს სუპერლიგაში ძალიან შთამბეჭდავია.

Black Fortress-ის “ახალწვეული” NBA-ში 18 წლის განმავლობაში თამაშობდა. 2020 წელს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში ოქროს ბეჭედი მოიგო. ჰოვარდი ზედიზედ რვაჯერ (2007-14) იქნა შეყვანილი NBA All-Star-ის შემადგენლობაში. კარიერის მანძილზე დააგროვა 19,485 (საშუალოდ 15.7) ქულა, 14,627 (11.8) მოხსნა და 2,228 (1.8) დაფარება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი