გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ნიკა ეგაძეს მოკლე პროგრამა ჩაუვარდა

გააზიარეთ

ჩეხეთში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. 26 მარტს პირველად ყინულზე მამაკაცები გავიდნენ, სადაც ევროპის ცემპიონი ნიკა ეგაძეც გამოდიოდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენებურმა პროგრამა ჩააგდო და მსაჯებისგან მხოლოდ 78.84 ქულა დაიმსახურა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება შეფილდში (91.25) ნაჩვენებ შედეგს. საბოლოოდ, ნიკამ მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა და მედლისთვის ბრძოლას, ფაქტობრივად, გამოეთიშა.

პირველ ადგილზე 111.29 ქულით ამერიკელი ილია მალინინი გავიდა; მეორე პოზიციაზე ფრანგი ადამ სიაი ჰიმ ფა (101.85), ხოლო მესამეზე ესტონელი ალექსანდრ სელევკოა (96.49), ვისაც ნიკამ ევროპის ჩემპიონატზე მოუგო.

დღესვე ყინულზე გავლენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, რომელთაც სპორტულ ცეკვებში მედლის მოპოვების დიდი ანსი აქვთ და, ეს, შესაძლოა, ოქროც იყოს…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები