გამოგვიწერეთ

სხვა...

ფინალურ სესიამდე ხუთი მედლის შანსი გვაქვს

გააზიარეთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაგრძელდა. პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩაზე ხუთი ქართველი გავიდა. ამ დროისთვის მედლის აღების შანსი ყველა მათგანს აქვს.

რობერტ დინგაშვილმა (57) მეოთხედფინალში მოლდოველი იონ ბულგარუ 11:1 დაამარცხა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვს დაეჭიდება;

გივი მაჭარაშვილმა (97) ჯერ აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვს 3:2 სძლია, შემდეგ პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის 2:1 მოუგო. ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვი იქნება;

ნიკა ზაქაშვილმა (65) მეოთხედფინალში ალბანეთის სახელით მოასპარეზე ისლამ დუდაევთან 1:3 წააგო და თუ უკანასკნელი ფინალში გავა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადავა;

აკაკი ქემერტელიძემ (70) ბელგიის სახელით მოასპარეზე მუჰამად აბდურახმანოვს (11:0) სძლია, მაგრამ ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე დავიდ ბაევთან ასევე უშანსოდ დამარცხდა – 3:11. თუ რუსი ფინალში აღმოჩნდა, ქემერტელიძე რეპეშაჟში გადაინაცვლებს;

ტარიელ გაფრინდაშვილმა (79) ბულგარელ აიკან სამირ სეიდს 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლით აჯობა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე მაჰამედხაბიბ კაჯიმაჰამედაუსთან 10:11 წააგო. თუ ბელარუსი ფინალში გავიდა, ჩვენებურს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გაიყოლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სხვა...