გამოგვიწერეთ

სხვა...

ხუთი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრი მედლის შანსს ინარჩუნებს. თუმცა, შესაძლოა, ხუთივე ავიღოთ, მაგრამ ერთსაც ვერ შევწვდეთ.

ორი მათგანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს: რობერტ დინგაშვილი (57) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვთან 1:11 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის არიან ტიუტრინს დაეჭიდება;

გივი მაჭარაშვილში (97) სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან 1:12 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს;

მესამე ადგილის შანსი აქვს ნიკა ზაქაშვილსაც (65), რომელიც მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან აგრძელებს და ბრინჯაოსთვის მეტოქედ ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე ისლამ გუსეინოვი ეყოლება;

იგივე გზა გაიარზა აკაკი ქემერტელიძემაც და კვარცხლბეკზე ასასვლელად უკრაინელ ოლეკსიი ბორუტას დაუპირისპირდება;

ტარიელ გაფრინდაშვილი (79)  კი, რეპეშაჟის პირველ წრეში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე რასულ შაპიევს შეერკინება და ბრინჯაოსთვის მერე იფიქრებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სხვა...