გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

გააზიარეთ

66 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა. – ინფორმაცია ამის შესახებ მისი მშობლიური კლუბი მილანი ავრცელებს.

ბარეზი მსოფლიოს  ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მცველად ითვლება . მან მთელი პროფესიული კარიერა მილანში გაატარა.

1977–1997 წლებში ბარეზიმ მილანთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა თასი, ორ-ორჯერ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა. ექვსჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა და ოთხჯერ იტალიის სუპერთასი აღმართა.
ფრანკო ბარეზი 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1994 წელს კი ბრაზილიასთან პენალტების სერიაში ფინალი წააგო.
ბარეზის პატივსაცემად, მილანმა ექვსნომრიანი მაისური სამუდამოდ ამოიღო.

ფრანკო ბარეზის გარდაცვალება სავარაუდოდ, ფილტვებთან დაკავშირებულ მძიმე დაავადებას უკავშირდება.
2025 წელს მას ფილტვში კვანძი აღმოაჩნდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ იგი იმუნოთერაპიის კურსს გადიოდა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი