გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

შტურმი ლიგის მიღმა – კიტეიშვილის დაბალი შეფასება

გააზიარეთ

ოთარ კიტეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის მიღმაა. ავსტრიული გუნდი ლიგის პლეი-ოფში ბოდო გლიმტთან გამოვარდა.

სიმართლე ითქვას, განმეორებით შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან ნორვეგიულმა გუნდმა პირველ შეხვედრაში შტურმი მიწასთან გაასწორა (5-0).

მიუხედავად ამისა, შტურმმა პრესტიჟის მოგება მოიპოვა. მართალია, ანგარიში ამ შემთხვევაშიც ბოდომ გახსნა იორგენსენის გოლით, თუმცა ჯატასა და ოერმანის გოლებით ავსტრიელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

რაც შეეხება ოთარს, მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 58-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-სგან კი კიტეიშვილმა 6.8 შეფასება დაიმსახურა.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ლიგის საგზური ყაზახურმა კაირატმა და კვიპროსულმა პაფოსმა მოიპოვეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები