გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქოჩორა: “ხვიჩა ამ ასპექტში ნომერ პირველია”

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში წასვლამდე საქართველოს ეწვია და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, მათ შორის Geo Team-თანაც.

ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას და მის ბოლოდროინდელ მიღწევებს ეხებოდა, რაზეც ქოჩორაშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“სწორად გამიგეთ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა თუ ვერა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ურთიერთობაა, რაშიც ხვიჩა ნომერ პირველია. ის მოედანზეც და მის გარეთაც არის თავმდაბლობის და შრომის მაგალითი.

ახლა ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და ყველაზე კარგად თავად იცის, რომ ამაზე არ უნდა გაჩერდეს, წინ მეორე და მესამე ლიგა ელოდება.

ფინალის შემდგომ მას მივულოცე, ახლა კი არ დაავიწყდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში უნდა დაგვეხმაროს”, – განაცხადა გიორგიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები