გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სენტ ეტიენის მწვრთნელი: “ზურიკოს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით”

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი გასულ სეზონში ლიგა 2-ში გავარდა, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას განიხილავს. მას მსურველებიც არ აკლია, თუმცა შეიძლება პრობლემა თავად ფრანგული კლუბის პოზიცია იყოს.

სენტ ეტიენის თავკაცმა ეირიკ ჰორნელანმა დავითაშვილის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის გაყიდვის ვალდებულება არ აქვთ:

“ზურიკოს გასულ სეზონში გრძელვადიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. მიხარია, რომ ჩვენს ზოგ ფეხბურთელს ლიგა 2-ზე მაღალი ამბიციები აქვთ, თუმცა ისინი იმ გუნდის წევრები არიან, რომელიც გასულ სეზონში გავარდა. 

მისი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ამჟამად კარგი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ვალდებულები არ ვართ, ზურიკო გავყიდოთ.

თუ დავითაშვილს გავყიდით, ეს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოხდება. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ყოველდღიურად იმუშავებენ და სენტ ეტიენზე იქნებიან კონცენტრირებულნი, ხოლო შემდეგ თუ რამე მოხდება, ამას ყველა ერთად ვნახავთ”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები