გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ღირსება ღირსების ორდენის ნაცვლად

გააზიარეთ

სპორტული კარიერა ყველასთვის ხანმოკლეა, თუ ტრავმებმა ხელი შეგიწყო და იღბალიც შენ მხარეს იყო, მაქსიმუმ 15-20 წელი იყო აქტიურად. კარიერა შეიძლება ჩინებული გქონდეს, მაგრამ მარტო ტიტულებით დიდი სპორტსმენები ვერ ხდებიან. ამ სტატუსს კიდევ ბევრი რამ სჭირდება, ვიდრე მხოლოდ გოლები, ლელოები, იპონები და ა.შ.

საბედნიეროდ, საქართველოში გვყავს ყველანაირი გაგებით დიდი სპორტსმენები და მათ შორის ერთ-ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძეა. “ბუმ”  პრო ათწლეულის განმავლობაში ღირსეულად ატარა საქართველოს ნაკრების მაისური, ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი და კარიერის დასრულების შემდეგადაც დიდებულ პიროვნებად დარჩა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა  კალათბურთის ნაკრების წევრებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა, რომელზეც “ბუმ” უარი განაცხადა.  გიორგი იმ ნაკრებიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშა ერთადერთია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ყველასთვის საყვარელ, დიდებულ სპორტსმენად დარჩენა არჩია მთავრობისგან დაწესებულ “დიდებას.

“ბუ” გამორჩეული იყავი მოედანზეც და გამორჩეული ხარ მოედანს მიღმაც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი