გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – ვინ მისცა საბოლოო მწვანე შუქი კვარას პსჟ-ში ტრანსფერს

გააზიარეთ

ნასერ ელ ხალიფიმ პსჟ წლების წინ იყიდა, ხოლო პარიზულ გუნდში ჩადებული უდიდესი ინვესტიცია, როგორც იქნა, წელს გამართლდა – ფრანგულმა კლუბმა ტრებლი, ხოლო რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნასერმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბოლოდროინდელ სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო:

“ლუის ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების ნამდვილი ოსტატია. მას ურჩევნია, ახალგაზრდა ტალანტები შემოიკრიბოს და კატეგორიულად წინააღმდეგია ხოლმე 27-28 წლის ფეხბურთელების შეძენის.

დააკვირდით ჩვენს ბოლოდროინდელ სატრანსფერო პოლიტიკას – მაქსიმუმ 23-24 წლის ფეხბურთელების ტრანსფერებს ვაკეთებთ და ეს, პირველ რიგში, ლუის ენრიკეს დამსახურებაა. მას უყვარს მოედანზე თავდადებული, მშრომელი ფეხბურთელები.

ფეხბურთელის ტრანსფერისას სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი სიტუაციას ენრიკეს აცნობს. ფეხბურთელის ტრანსფერი ესპანელმა სპეციალისტმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს”, – განაცხადა ნასერმა.

კლუბის პრეზიდენტის ინტერვიუდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერში ლუის ენრიკეს გადამწყვეტი როლი ჰქონდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები