გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომის მესამე ჩელენჯ თასი

გააზიარეთ

2025-26 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებაში შავი ლომი ფრანგულ მონპელიესა და იტალიურ ძებრეს თბილისში უმასპინძლებს, ირლანდიურ ქონახთსა და ფრანგულ მონტობანს კი – სტუმრად.

ჩელენჯ თასის ახალი სეზონის პირველ მატჩს შავი ლომი 6 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართავს და ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ფრანგულ გუნდს, ტოპ 14-ის მონპელიეს უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე ირლანდიაში გაემგზავრებიან და 13 დეკემბერს ქონახთს შეერკინებიან.

2026 წლის პირველი თამაში სტუმრად საფრანგეთში, მონტობანთან 10 იანვარს გავმართავთ. ამ გუნდმა გასულ სეზონში პრო დ2 მოიგო და ახალ სეზონს ტოპ 14-ში იწყებს. ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხზე ვასრულებთ და იტალიურ ძებრეს დავუხვდებით.

ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. გასულ ორ სეზონში ჩვენმა გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა: 2023 წელს სქარლეთსი უელსში, მისსავე მოედანზე 23:7 დაამარცხა, 2024 წელს კი, თბილისში, ფრანგულ ვანს 22:19 სძლია.

შეგახსენებთ, შავი ლომი ამა წლის სექტემბერში ტურნეზე იტალიაში გაემგზავრება და ძებრესა და ბენეტონთან ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად რაგბი