გამოგვიწერეთ

ნაკრები

ესპანელები ჯანში ძალიან დავჩაგრეთ

გააზიარეთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლადო კილასონიას გუნდმა 9-12 ადგილების ნახევარფინალში ესპანეთი დამაჯერებლად 43:12 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა საწყისი წუთებიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ  გაუშვია. კოლოსალური უპირატესობა იყო კონტაქტის არეში. ესპანელები ხაზში შლიდნენ ბურთს, მაგრამ ფიზიკურად ძალიან იჯაბნებოდნენ და პრაქტიკულად ყველა კონტაქტისას იჩაგრებოდნენ. საქართველოს ნაკრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ შიოშვილის თამაში, რომელმაც ესპანელები სამჯერ დაალელოვა.

საბოლოოდ, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა და ტურნირი მინიმუმ ათეულში დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის ლადო კილასონიას შეგირდები ირლანდია-შოტლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები