
შავი ლომი 2026-27 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევიდა და მომავალი თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.
გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულია. უკვე ვწერდით, რომ შავ ლომში ახალ სეზონს იწყებენ ბურჯები გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი ქიმუცაძე, კვაჭი შოთა ხელაძე, მესამეხაზელები – ლუკა ნარსია და ოთარ გიორგაძე, ფრთა რომა მახათაძე, მგეზავი დავით იმნაძე, ღერძი თემურ ძოძუაშვილი, მეორეხაზელი დავით არველაძე და მეორე-მესამე ხაზელი ლეგიონერები – მაიკლ ქარი და ჯეიმს ამაანი.
მანამდე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა ბორჯღალოსანთა კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ, რომელიც სამშობლოში მონტობანიდან ბრუნდება. მონ დე მარსანიდან შინ ბრუნდება კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე. სამშობლოში დაბრუნდა ცენტრი გიორგი კვესელაძეც.
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდს დაემატნენ ცენტრი ლეონიდე სალდაძე და ფრთა ლუკა ტაბატაძე.
შავ ლომს ემატება კიდევ ერთი ლეგიონერი, სამოას ნაკრების მეორე-მესამეხაზელი ლეავასა პოტუ. 30 წლის მორაგბეს ევროპაში ადრეც უთამაშია: 2021-22 წლების სეზონში იტალიური ძებრეს ღირსებას იცავდა; სხვადასხვა დროს კი, პოტუ ახალ ზელანდიური მანუკაუსა და მანავატუს უთამაშია; 2023 წელს ექვსი თამაში სუპერ რაგბის მოანა პაციფიკშიც ჩაატარა; ლეავასას ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული სამოას ა ნაკრებში; 2025 წელს კი, ქვეყნის ეროვნული გუნდის კვართით სამი კეპი მოიხვეჭა.
შავი ლომი 12 სექტემბერს თბილისში, „ავჭალაზე“, იტალიურ ბენეტონთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც ინგლისში გაემგზავრება და 18 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონ ნორთჰემპტონს შეხვდება. ჩვენს გუნდს ჩელენჯ თასის პირველი მატჩი 17 ოქტომბერს თბილისში, უელსურ ოსფრეიზთან ელის, მანამდე კი რამდენიმე გასახურებელი შეხვედრა კიდევ ექნება.
შავი ლომი 2026-27 წლების სეზონში
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, ჯეიმს ამაანი;
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომან მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 1 საათის agoშავი ლომი შეკრებაზე შევარდენზე შევიდა
გააზიარეთშავი ლომი 2026-27 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევიდა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ფეხბურთი
/ 2 საათის agoთბილისის დინამომ ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გააზიარეთთბილისის დინამოში ბრაზილიელი მეკარე ლუკას ფლორესი ითამაშებს. 24 წლის სამხრეთ ამერიკელმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 4 საათის agoკვარაცხელია კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებს
გააზიარეთდღეს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ევროპის სუპერთასის მატჩში ბირმინგემის ასტონ ვილას დაუპირისპირდება. უეფას ჩემპიონთა ლიგის...
ავტორი Giorgig