გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ჩიტასთან ბონუს ქულით დამარცხდა

გააზიარეთ

შავმა ლომმა „ტოიოტა ჩელენჯის“ სამხრეთ აფრიკული ეტაპის დასკვნით მატჩში, მასპინძელ ტოიოტა ჩიტასთან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და ათქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ 31:47 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ჯამში ოთხი ლელო გაუტანა, რითაც ერთი ნუგეშ-ქულა მოიპოვა და შემოდგომაზე საქართველოში გასამართ მეორე ეტაპს ექვსი ქულით შეხვდება. შეგახენებთ, პირველ ტურში აირლინკ პუმასი ბონუსით, 46:36 დავამარცხეთ და ხუთი ქულა იქ ავიღეთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამი ევროპული გუნდიდან (პორტუგალიური ლუზიტანუში და რუმინეთის ა ნაკრები), შავი ლომი ერთადერთია, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება მოიპოვა.

ჩიტასთან ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა გააჩინა მოლოდინი, რომ ქართული ფრენჩაიზი მეორე გამარჯვებასაც მოიპოვებდა, მაგრამ ბევრმა ჯარიმამ, რის შედეგადაც 50-ე წუთზე წითელი ბარათით გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი დავკარგეთ, ამის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მანამდე მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ვჯაბნიდით, მაგრამ ბრძოლაში ბევრი ენერგია დაიკარგა, რასაც კაცნაკლულობა დაემატა და…

ტაიმი 17:7 მოვიგეთ, მეორეს დასაწყისში ეს უპირატესობა კიდევ შვიდი ქულით გავზარდეთ და თითქოს აღარ უნდა წაგვეგო, მაგრამ ბაბუნაშვილის გაძევების შემდეგ ჩიტასი ინიციატივას დაეუფლა და 12 წუთში სამი გარდასახული ლელოთი 28:24 დაწინაურდა. მერე მოედანზე ჩხუბი ატყდა, რის გამოც ორივე გუნდს თითო მორაგბე გაუევეს, სივრცეებით კი, მასპინძლებმა ისარგაბელეს და კიდევ სამი ლელო მიითვალეს, საიდანაც ორი გარდასახეს.

ბოლო წუთზე თორნიკე კახოიძემ მეოთხე ლელო გაიტანა და გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა, ცირეკიძემ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად რაგბი