გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შანსი მამუკელაშვილს – ტორონტოს ცენტრი ტრავმირებულია

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილმა ახალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყო, თანაც საკმაოდ წარმატებით.

სან ანტონიო სპურსისგან და მილოუკი ბაქსისგან განსხვავებით, ტორონტო რაპტორსში ქართველი ფორვარდის სათამაშო დრო საგრძნობლადაა გაზრდილი, უახლოეს მომავალში კი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

საქმე ისაა, რომ ტორონტოს ძირითადმა ცენტრმა, ჯეიკობ პოელტლიმ, მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰიუსტონ როკეტსთან თამაში თითქმის გამორიცხულია. ავსტრიელ ცენტრს ზურგის ტრავმა აწუხებს.

ეს კი შანსია სანდრო მამუკელაშვილისთვის, რომელსაც როტაციაში უფრო დიდი დრო ექნება. ზოგიერთი გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ქართველი ფორვარდი კანადური გუნდის სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდეს, თუმცა, როგორც მინიმუმ, სათადარიგო სკამიდანაც ბევრი დრო უნდა მიიღოს.

ტორონტოს ანგარიშზე ახალ სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი