გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შეთავაზება გაკეთებულია – მიქაუტაძეს კიდევ ერთი მსურველი ჰყავს

გააზიარეთ

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გიორგი მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გუნდში გადავა, ეს კი ლიონში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

აქამდე იწერებოდა, რომ ქართველი ფორვარდის ყველაზე დიდი მსურველი რომა იყო, თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, გალათასარაის სახით რადარზე ახალი გუნდი გამოჩნდა.

ადგილობრივი გამოცემა Milliyet იტყობინება, რომ მიქაუტაძის სანაცვლოდ თურქეთის მოქმედმა ჩემპიონმა 20 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა, ჯერჯერობით, გიორგის და ლიონის პოზიცია უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად გალათასარაი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს, მათ ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ნაპოლის 50+5 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს.

გეტყვით იმასაც, რომ გალას მიქაუტაძის გადაბირება წინა ზაფხულშიც სურდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები