გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შეთავაზება გამზადებულია – ზურიკოს სერიოზული მსურველი ჰყავს

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის მომავალი სენტ ეტიენში საკმაოდ ბუნდოვანია. საქმე ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელს ლიგა 2-ში თამაში არ სურს, თუმცა ფრანგულ გუნდს ფინანსური ვალდებულებები არ აქვს, რის გამოც ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება უნდათ.

თავის მხრივ, რამდენიმე მსურველი ზურიკოსაც ჰყავს. გარდა ფრანგული გუნდებისა, მას თურქეთის ჩემპიონატიდანაც იწვევენ – კერძოდ, მთავარი დაინტერესებული გუნდი სტამბოლის ბეშიქთაშია.

ადგილობრივი გამოცემა Takvim  იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც სტამბოლელებმა ტამი აბრაჰამი გაიფორმეს, მათ შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაც სურთ და მთავარი კანდიდატი სწორედ სენტ ეტიენის ქართველი გარემარბია.

როგორც ირკვევა, ბეშიქთაში მზადაა, დავითაშვილის სანაცვლოდ ექვსი მილიონი გადაიხადოს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სენტ ეტიენს ზურიკოს ტრანსფერისთვის მინიმუმ 12 მილიონი სურთ, რაც თურქების შეთავაზებაზე ორჯერ მეტია.

დავითაშვილს სენტ ეტიენთან კონტრაქტი სამ წელიწადში უსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მის გასაყიდად ფრანგებს დიდი შეთავაზება უნდა შეუვიდეთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები