გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ცნობილია – რა სასჯელი დაიმსახურა შენგელიამ

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში იტალიასთან დიდი სხვაობით, 78-62 დამარცხდა.

მატჩის მიწურულს, ჩვენებურების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე შენგელია განრისხდა და საკამათო ეპიზოდის შემდეგ მსაჯებს აგინა, რასაც, რა თქმა უნდა, შენგელიას მოედნიდან გაძევება მოჰყვა.

ბუნებრივია, მსგავსი ინციდენტები სასჯელის გარეშე არ ჩაივლის ხოლმე, გამონაკლისი კი არც თორნიკე ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების კაპიტანს გაუმართლა, რადგან იგი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, შენგელიას ფიბამ მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა, დისკვალიფიკაციისგან კი თავი შეიკავა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს, 16:00 საათზე, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი