გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – სად გააგრძელებს კარიერას გოჩოლეიშვილი

გააზიარეთ

გიორგი გოჩოლეიშვილმა გასული სეზონი ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით კოპენჰაგენში გაატარა, ისე კი დონეცკის შახტარის საკუთრებაა.

საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, როგორც ჩანს, ჩვენებური განაპირა მცველი უკრაინულ გუნდში დაბრუნდება. როგორც ირკვევა, დანიელებმა გოჩოლეიშვილის თაობაზე გამოსყიდვის პუნქტი არ გააქტიურეს.

შახტარმა წინასასეზონო შეკრების განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ქართველი, ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ფიგურირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აზაროვს შახტარის დატოვება სურს და ამასთან ახლოსაა.

შესაბამისად, ახალი სეზონის დაწყებისას გოჩოლეიშვილს სწორედ დონეცკელების მაისურით უნდა ველოდოთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები