გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ძაგნიძემ და ბაციაშვილმა მსოფლიო უდანაკარგოდ დაიწყეს

გააზიარეთ

კატარში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირში თითქმის მთელი საჭადრაკო ელიტა მონაწილეობს. ამის მთავარი მიზეზი საპრიზო ფონდია, რომელიც 1.000.000 ევროზე მეტია.

შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. ვაჟები 13 ტურს ითამაშებენ, ხოლო ქალები – 11 ტურს.

დავიწყოთ ქალებით, რომლებიც დასაწყისში უკეთესად გამოიყურებიან. დღეს გათამაშდა სამი ტურის პარტიები. სამივე მოიგეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა და კიდევ ხუთ მოჭადრაკესთან ერთად ტურნირს ლიდერობენ. ბელა ხოტენაშვილს 2.5 ქულა აქვს და ლიდერებს კვალში უდგას. მერი არაბიძემ თავი 2 ქულას მოუყარა; ანასტასია კირთაძეს 1.5 ქულა აქვს; ინგა ჭარხალაშვილი და კესარია მგელაძე თითო ქულით არიან;

ვაჟთა შორის სამი მონაწილე გვყავს: ლევან ფანცულაია და ბაადურ ჯობავა 2-2 ქულით არიან, ხოლო გიგა ყუფარაძეს 1.5 ქულა აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი