გამოგვიწერეთ

MMA

“ხაბიბისგან სხვა განცხადებას არც ველოდი”, – თოფურიამ ნურმაგომედოვს უპასუხა

გააზიარეთ

ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირება სულ უფრო და უფრო რეალისტური ხდება, თუმცა იქამდე მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა უნდა დაამარცხოს.

მახაჩევის მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მადალენასთან ბრძოლა უფრო რთული გამოდგება, ვიდრე თოფურიასთან. სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ქართველმა სპორტსმენმაც – მისი თქმით, სხვა კომენტარს არც ელოდა:

“ხაბიბი სხვას რას იტყოდა? რა უნდა ეთქვა? ეს მათი მომავალი ბრძოლაა და ვერ იტყოდნენ, რომ ილიაზე მარტივ მეტოქესთან ახლა აქვთ საქმე.

რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთპატივისცემას, ეს, რა თქმა უნდა, არსებობს. როგორ არ უნდა სცე პატივი ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის იბრძვიან?”, – განაცხადა ილიამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA