გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ხვიჩას ტრანსფერი აქამდეც უნდოდა”, – კობიაშვილი პსჟ-ს პრეზიდენტზე

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პსჟ-სა და მილანის ინტერის ჩემპიონთა ლიგურ ფინალს დაესწრო.

მატჩის შემდგომ კობიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა Geo Team-მა, რომელმაც პსჟ-ს პრეზიდენტზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“პსჟ-ს პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ხვიჩა თავის გუნდში თამაშობს და ამას საჯაროდაც აფიქსირებს. მასთან ურთიერთობა მაქვს და ვიცი, ჯერ კიდევ როდის უნდოდა ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერი.

ის ბედნიერია არა მხოლოდ ხვიჩას ბრწყინვალე სათამაშო შესაძლებლობებით, არამედ მისი პიროვნებითაც. ხვიჩა პარიზში ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი და პიროვნებაა”, – განაცხადა კობიაშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები