გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ხვიჩას წინააღმდეგ ამის გაკეთება შეუძლებელია”, – ფრანკი კვარაცხელიაზე

გააზიარეთ

რამდენიმე საათში პსჟ და ლონდონის ტოტენჰემი  სუპერთასის გამარჯვებულს გაარკვევენ.

ფინალის წინ დეზებს ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი ჰყავთ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრანკმა მედიის კითხვებს უპასუხა და გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხებოდა:

“ხვიჩა განსაკუთრებული, დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მას ერთი-ერთზე თამაში და ბურთით სვლა ბრწყინვალედ გამოსდის. 

კვარაცხელიას დიდი ხანია თვალს ვადევნებ, ჯერ ნაპოლიში, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში, ახლა კი, რა თქმა უნდა, პსჟ-შიც. ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა, დიდი პატივისცემით უნდა ვთქვა, რომ ხვიჩაც ჩვეულებრივი ადამიანია.

გუნდში კარგი მცველები და კარგი სათამაშო გეგმა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მისი შეზღუდვა შეგვიძლია, თუმცა, სრულად განეიტრალება შეუძლებელია”, – განაცხადა ფრანკმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები