გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მათი შედარება არ შეიძლება”, – კონტეს განცხადება კვარაცხელიაზე

გააზიარეთ

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდა, მისი სრულფასოვანი შემცვლელი კი არ მოიყვანა. ამაზე ნეაპოლელების თავკაცი ანტონიო კონტე ღიად საუბრობს და გუნდს ამ პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

ზაფხულში სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა ნოა ლანგი შეიძინა. იტალიურ მედიაში თვლიან, რომ ლანგს აქვს პოტენციალი, ნაპოლისთვის გახდეს ახალი ხვიჩა კვარაცხელია.

როცა იტალიურმა მედიამ ანტონიო კონტეს ლანგისა და ხვიჩას შედარება სთხოვა, იტალიელი სპეციალისტის პასუხი ცალსახა იყო – ნოას ჯერ ქართველ ფეხბურთელამდე ბევრი უკლია:

“ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ. ნოა ლანგს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მას დრო სჭირდება, რომ ჩვენთან ადაპტაცია გაიაროს. თუ დროის მიცემა არ გვინდა, მაშინ 70 მილიონად უკვე შემდგარი ვარსკვლავები უნდა ვიყიდოთ.

ამ ეტაპზე ლანგისა და კვარაცხელიას შედარება არ შეიძლება. ხვიჩაში პსჟ-მ 70 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ნოასთვის 25 მილიონი დაგვჭირდა. როცა ფასში ამხელა სხვაობაა, ეს დონეებს შორის განსხვავებასაც ასახავს. ლანგს დიდი პოტენციალი აქვს, ბევრი უნდა იმუშაოს და შემდეგ შეეძლება, გახდეს “ახალი კვარა”. როცა ამ დონეზე მივა, ხვიჩას შემდეგ შეადარეთ”, – განაცხადა კონტემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები