გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჯამალ კაიშვილმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გააზიარეთ

ბაიერნის აკადემიის ნიჭიერმა ფეხბურთელმა, 15 წლის ჯამალ კაიშვილმა მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

ბიჭი, რომელიც წარმოშობით კახეთიდან, ზემო ავლანიდანაა, ბავშვობაში გერმანიაში მარტო, ლტოლვილის სტატუსით წავიდა და ბევრი სირთულის მიუხედავად, მოახერხა გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირება და თავის გამოჩენა.

ჯამალის ისტორია შთამაგონებელია – 9 წლის ასაკში სრულიად მარტო, მშობლების გარეშე გაემგზავრა უცხო ქვეყანაში, სადაც არც არავინ იცნობდა. თუმცა, მისი შრომის, ძალისხმევისა და ნიჭის წყალობით, დღეს ის მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება.

მისი მიმართ ინტერესი გერმანიის 16-წლამდე ნაკრებმა უკვე გამოთქვა, თუმცა ფეხბურთელმა, რომლის დედაც ქართველია, არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. მისი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის მაისურით თამაშია.

ჯამალ კაიშვილზე ბაიერნში დიდი იმედები მყარდება. მისი პროგრესი და თავდადება მიანიშნებს, რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან მალე ახალი გმირი ეყოლება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები