გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯიკიჩი: “ამის გამო ცოტა დაბნეული ვარ”

გააზიარეთ

ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე შეხვედრა კიდევ ერთ გრანდთან, იტალიასთან გამართა და მარცხი განიცადა. კარგად ჩატარებული პირველი ტაიმისა და კიდევ უფრო კარგი მესამე პერიოდის საწყისი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრები აირია, თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და საბოლოოდ 16 ქულით – 62:78 დამარცხდა.

არადა, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდ შესვენებაზე მეტოქესთან თანაბრად გავიდა. მესამე პერიოდში გოგა ბითაძის დაცვითმა თამაშმა და წარმატებით დაგვირგვინებულმა შეტევებმა 4 ქულით – 41:37 გაგვალიდერა და შეტევაც ჩვენი იყო, თუმცა მოხდა გაურკვევეი რამ. ისე, თითქოს სათამაშო უპირატესობას არ ფლობდნენ, იტალიელებმა გაქცევა მოაწყვეს. სიმონე პონტეკიოსა და დარიუს ტომპსონის მექულეობით იტალიამ 11:0 გაქცევა მოაწყო და 48:41 დაწინაურდა.

წუთშესვენებისა და დაცვის გამოსწორების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა და ბოლო პერიოდის წინ შანსი მოიპოვა. თამაშზე გავლენა მსაჯებმაც იქონიეს. იტალიელთა გაუთავებელი უხეშობის ფონზე თორნიკე შენგელიას ნერვებმა უმტყუნა და 2 ტექნიკური ჯარიმის გამო მოედანი დისკვალიფიკაციის გამო დატოვა. დასრულებამდე 7 წუთით ადრე 5 პერსონალურის გამო მოედნიდან სანდრო მამუკელაშვილი გავიდა.

“მაქსიმალურად კორექტულად ვიტყვი, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსაჯობა უკეთესი ყოფილიყო”, – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბექა ბურჯანაძემ და ძნელია, არ დაეთანხმო.

“ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველი ტაიმი 32:32 დასრულდა. მეორე ტაიმში ბევრს ვეცადეთ, მართლა ბევრს ვეცადეთ მიზნის მისაღწევად. სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ ჩვენი ლიდერის მიმართ მოპყრობით, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი საქმე არ არის ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რა მიზანი გვაქვს. ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება და ერთი მარცხი გვაქვს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ.” – ეს უკვე ალეკსანდარ ჯიკიჩის სიტყვებია.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 3 დაფარებით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე. 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი სანდრო მამუკელაშვილმა მოაგროვა. კამარ ბოლდუინის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა, დუდა სანაძემ 8 ქულა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე საბერძნეთის ნაკრებია, რომელმაც დღეს 96:69 გაანადგურა კვიპროსი. დღეს გვიან ღამით დასრულდება ჩვენი ჯგუფის პრინციპული მატჩი ბოსნია ესპანეთის წინააღმდეგ. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

GBF

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი