
7 აგვისტოს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი ნემსაძის შეგირდები ინგლისელ თანატოლებს შეერკინებიან.
სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 15 მორაგბე, რომლებიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ. რადგან სერიის შეხვედრები განვითარებას ემსახურება, სამხრეთ აფრიკაში მყოფი ყველა მოთამაშე სამატჩო განაცხადშია და ინგლისელთა წინააღმდეგ მოედანზე ყველა მათგანი გავა.
ინგლისელებთან მატჩს ღერძზე გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე იწყებენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ 20-წლამდელთა შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს. ცენტრში, დავით ახვლედიანი და მიხეილ მგალობლიშვილი შეწყვილდებიან, ფრთებზე რეზი ცხვედიანი და ალექსანდრე მამაიაშვილი დადგებიან, ფულბეკი კი, ლუკა ჭაკუა იქნება. ამ მოთამაშეთაგან მხოლოდ ერთს, დავით ახვლედიანს არ უთამაშია გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე.
შერკინების პირველ ხაზში სასტარტო შემადგენლობაში არიან საბა მერებაშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე და გიორგი ბერძენიშვილი; მეორე ხაზში ნიკოლოზ ფანცულაია და ნიკოლოზ ხარებავა დადგებიან; ხოლო მესამე ხაზში თამაშს გიორგი ქევანიშვილი, გუნდის კაპიტანი მათე ბერუაშვილი და ლუკა შულაია იწყებენ. წელს ექვსი ერის ფესტივალზე ყველა მათგანმა ითამაშა.
მარქაფაში მყოფი 11 მორაგბიდან შვიდმა, წელს ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა. ესენი არიან: საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, ნიკა ჯანგულაშვილი, ალექსანდრე გაგუა, გოგა ბერიძე, ბართლომე ხამაშურიძე და გიორგი სუთიაშვილი. ორმა – ლუკა ბარბაქაძემ და საბა გიორგიძემ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ტიერ 1-ის გუნდის წინაშე პირველად წარსდგებიან, ხოლო ნიკოლოზ ჩაჩანიძეს და ლუკა მუშკუდიანს 18-წლამდელთა კვართით ჯერ არ უთამაშიათ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ინგლისს სამხრეთ აფრიკაში მესამედ შეხვდება. 2024 წელს მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში ერთი გარდასახული ლელოთი, 27:20 იმარჯვა; შარშან, სანახაობრივ და თვალსასეირო მატჩში, საქართველომ მეტოქე დასკვნით წუთებში გატეხა და 35:31 დაამარცხა; ინგლისს წელს ექვსი ერის ფესტივალზეც შევერკინეთ და იქ ბრიტანელებმა 35:31 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: ლუკა ჭაკუა, ალექსანდრე მამაიაშვილი, დავით ახვლედიანი, მიხეილ მგალობლიშვილი, რეზი ცხვედიანი, მათე მახარაძე, გიორგი ხონელიძე;
შერკინება: საბა მერებაშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე, გიორგი ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, ნიკოლოზ ხარებავა, გიორგი ქევანიშვილი, მათე ბერუაშვილი, ლუკა შულაია;
მარქაფა: საბა გოგრიჭიანი, ლუკა ბარბაქაძე, იაგო ღუდუშაური, საბა გიორგიძე, ნიკა ჯანგულაშვილი; ალექსანდრე გაგუა, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, გოგა ბერიძე; ბართლომე ხამაშურიძე, ლუკა მუშკუდიანი, გიორგი სუთიაშვილი.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 1 საათის ago18 წლამდე ნაკრები ინგლისისთვის დაირაზმა
გააზიარეთ7 აგვისტოს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ქართული ფეხბურთი
/ 2 საათის agoბატონო თემურ, გთხოვთ, იმეგობროთ ჟურნალისტებთან
გააზიარეთჩვენი წერილი გვინდა დავიწყოთ იმით, რომ ჟურნალისტს არასდროს უხარია კრიტიკული წერილების წერა. ეს იმიტომ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტრანსფერები
/ 3 საათის agoდონკორი დილადან სკანდინავიაში წავიდა
გააზიარეთგანელი ფეხბურთელი ნანა კოფი დონკორი კარიერას შვედურ ,,აიკ სოლნაში ” გააგრძელებს. სკანდინავიურმა კლუბმა დონკორის...
ავტორი Giorgig