გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრების ცუდი გამოსვლა

გააზიარეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი მხოლოდ ერთი მოგებითა და მე-12 ადგილზე დაასრულა.

დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი ფიჯის ქუთაისში, „აია არენაზე“ ეთამაშა და პირველსავე წუთზე გაშვებული ლელოს შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. ამას ქართველთა გააქტიურება მოყვა და რამდენიმე სალელოვე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და 25-ე წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. ტაიმის ბოლოს წყნარი ოკეანის წარმომადგენლებმა მოლით ერთხელაც შეგვიტიეს და ლელოს შემდეგ 17:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ და მიხეილ შიოშვილის ლელოთი ჩამორჩენა შევამცირეთ, მაგრამ ფიჯიმ ტაიმის შუაში ორი შანსი მიიღო, ორივეჯერ ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა შეინარჩუნა. ამ სიტუაციაში ლეონიდე სალდაძის 70-ე წუთზე გატანილი ლელო ერთგვარ ნუგეშად იქცა, მაგრამ მალევე საპასუხოდ ლელო მივიღეთ. გარდასახვა ზუსტი იყო საბოლოოდ 10:30 დავმარცხდით.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები