გამოგვიწერეთ

სხვა...

18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია

გააზიარეთ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუამ ოქროს მედალი მოიპოვა.

18 წლის ჩემპიონმა ოქროსკენ მიმავალ გზაზე ჩინელი ჰუოინ ში 9:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ დენის ფლორინ მიჰაის 3:2 მოუგო, ნახევარფინალში თურქ მუჰამეთ ემინ ჩაკირთან 2:2 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის წყალობით აჯობა.

ფინალში ლოლუას მეტოქედ ირანელი პაიამ ფრზად აჰმადი ბალოოტაკი დაუხვდა. ჭიდაობა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ქართველმა 9:7 იმარჯვა.

პირველი პერიოდი ლოლუამ 3:0 მოიგო, თუმცა, შემდეგ ირანელი გააქტიურდა და ჩვენებურიც 5:7 ჩამორჩა. ერთია, დასკვნითი ნაწილი ლოლუამ უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ოქრო ირგუნა.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი იჭიდავებს: ამირან შავაძე (60) და გიორგი მელია (97).

მათ გარდა ტურნირში კიდევ სამი ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება: ლერი აბულაძე (63) რუს სერგეი ემელინს შეხვდება; ჯონი ხეცურიანის (67) მეტოქე რუსი დანიალ აგაევი იქნება, ლაშა გობაძეს (87) კი, მეტოქედ ყაზახ ისლამ ევლოევი ერგო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სხვა...