გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

19 წლამდელების დამაჯერებელი გამარჯვება

გააზიარეთ

ზუსტად ერთ თვეში, საქართველოს 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის. ტურნირი ხორვატიაში 12-18 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჯგუფში მასპინძლების გარდა, სერბეთის და გიბრალტარის გუნდებთან დაპირისპირება მოუწევთ.

ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადების ფარგლებში კი 19 წლამდე ნაკრებმა სტუმრად ამხანაგური შეხვედრა გამართა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის გუნდთან და დამაჯერებლად 3:1 გაიმარჯვა.

ნიშანდობლივია, რომ ანგარიში მაპსინძლებმა მეორე ტაიმში გახსნეს, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ყურები არ ჩამოყარეს და მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს.

საქართველოს ნაკრებიდან  თავი ჰალიდ დოლტმურზიევმა, საბა მურვანიძემ და რეზი დანელიამ გამოიჩინეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი