გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

თურქეთი, საქართველო და რუმინელი მსაჯები

გააზიარეთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთსა და საქართველოს შორის რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 42 წლის რადუ პეტრესკუ იქნება, გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ოვიდიუ არტენე და რადუ გუნგულეცი შეასრულებენ. მოეთხე მსაჯია ანდრეი კივულეტე, VAR-ის ოთახში კი კატალინ პოპა და მარსელ ბირსანი იმუშავებენ.

პეტრესკუ საქართველოს ნაკრების შეხვედრას მესამედ გაუძღვება. მან 2018 წელს ერთა ლიგაზე ანდორა-საქართველოს (1:1) დაპირისპირება განსაჯა, ხოლო მეორედ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მატჩზე 2021 წელს იმუშავა, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა თბილისში საქართველო 2:1 დაამარცხა.

თურქეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი