გამოგვიწერეთ

ნაკრები

20-წლამდელები სამხრეთ აფრიკულ ტურნეში ითამაშებენ

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები მაისის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ მატჩს გამართავს.

ვიტო კოლელიშვილის შეგირდები მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველო მასპინძელთა გარდა ფიჯისთან და ჩილესთან ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ჩილეს გარდა, სამივე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი სელექციასა და სათამაშო სქემების დახვეწას ემსახურება.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შეხვედრები ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ გაიმართება. 21 მაისს საქართველო ფიჯის შეხვდება; 26-ში ჩილეს დაუპირისპირდება; ხოლო 31 მაისს სამხრეთ აფრიკას შეერკინება.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ჩემპიონატზე საქართველო და სამხრეთ აფრიკა A ჯგუფში ერთად არიან და უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები