გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებაზე შევიდა

გააზიარეთ

უმცროსი ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნით სასელექციო შეკრებაზე შევიდნენ. ვიტო კოლელიშვილის განკარგულებაში 37 მორაგბეა, საიდანაც მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30 შეირჩევა.

შეკრებაზე 23 მორკინალი, 14 ხაზის მოთამაშეა. 16 ივნისს ჩვენი გუნდი აშშ-ს 20-წლამდელებთან გასახურებელ თამაშს რუსთავში გამართავს, რის შემდეგაც სატურნირო შემადგენლობა დასახელდება. კიდევ ერთ გასახურებელ შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები ასევე რუსთავში, 22 ივნისს ახალ ზელანდიასთან ითამაშებენ, 27-დან კი, ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შემდეგ, გუნდის გაფართოებულ შემადგენლობას 11 მოთამაშე დაემატა: მორკინალები გიორგი ტურაშვილი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ანრი შველიძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, ლუკა საღინაძე, მიხეილ შიოშვილი და ხაზის მოთამაშები – გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე, დავით ბარბაქაძე.

გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან 15 ლეგიონერია, დანარჩენები ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: შვიდი თბილისის ლელოს, ხუთი ქუთაისის აიას, სამი თბილისის არმიას, ორ-ორი რუსთავის ხარებსა და თბილისის ხვამლს, თითო-თითო სტეფანწმინდის ყაზბეგს, თბილისის ლოკომოტივსა და ფოთის კოლხ რაინდებს.

აღსანიაშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან ორი – გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე, 2008 წელს არიან დაბადებული. შესაბამისად, 20 წლამდე ნაკრებში თამაში კიდევ ორი წელი ეკუთვნით.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასკვნით შეკრებაზე ასეთია:

შერკინება: გიორგი ტურაშვილი, დაჩი ჭელიძე, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა იასეშვილი, დავით არჩვაძე, ანრი შველიძე, ნიკოლოზ ღარიბაშვილი, გიორგი აღნიაშვილი, ლევან ეზიეშვილი, არჩილ ნოზაძე, საბა ნოზაძე, გაბრიელ რაზმაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, გიორგი მეფარიშვილი, თორნიკე ტორაძე, ლუკა ნარსია, ლუკა საღინაძე, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, ირაკლი ყოლბაია, მიხეილ შიოშვილი;

ხაზი: გიორგი ხონელიძე, დაჩი წიკლაური, თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, გიგი სირბილაძე, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ავთანდილ ზვიადაძე, ლუკა ტაბატაძე, საბა ნატროშვილი, ნიკოლოზ ხალვაში, დათა არობელიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები