გამოგვიწერეთ

რაგბი

მწვრთნელებმა შავი ლომი სრულად შეცვალეს

გააზიარეთ

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩისთვის თითქმის სრული შემადგენლობა შეცვალა.

10 ივნისს, ჩვენი გუნდი ბლუმფონტეინში სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, სუზუკი გრიქასს შეერკინება. 1886 წელს დაარსებულმა გრიქასმა, 2025 წლის ქარი ქაფის ფინალში გოლდენ ლაიონსი 27:25 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ (1899, 1911, 1970 და 2025 წლები) მოიპოვა.

პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა აირლინკ პუმასი 46:36 დაამარცხა, გრიქასმა კი, რუმინეთის ა ნაკრებს 35:20 სძლია.

გასული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეინარჩუნა: მგეზავი მერლს პიტერსი, მესამეხაზელი ლაშა ციხისთავი და შერკინების შემკვრელი გიორგი სინაურიძე.

შერკინებაში მარქაფიდან დაწინაურდა მთელი პირველი ხაზი: გიგა კობახიძე, თამაზ ჭამიაშვილი და ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორეხაზელი გუგა ღანიაშვილი და მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი; პუმასთან შეცვლაზე იყვნენ და ამჯერად დამწყებთა შორის არიან ჰავბეკი გიორგი სპანდერაშვილი და ცენტრი ზაურ ლუტიძე.

წინა თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამჯერად სასტარტოში არიან მეორეხაზელი გიორგი ნიკოლაძე; ცენტრი ბაჩანა მონიავა; ფრთები – ამირან შვანგირაძე და შალვა აფციაური; ფულბეკი – სანდრო თოდუა.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მარქაფაში. აფრიკულ ტურნეზე პირველად ითამაშებენ კვაჭი შოთა ხელაძე; ბურჯები – ბაჩუკი ბარათაშვილი და ბადრი ციხისთავი; მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე; ჰავბეკი მიხეილ ყაჩლავაშვილი და ცენტრი გიორგი ფრუიძე; პირველ მატჩში დამწყებთა შორის იყვნენ და ახლა შეცვლაზე არიან მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.

შავი ლომის 23-კაციან განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია: ბაჩანა მონიავა, შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი ფრუიძე.

შავი ლომის შემადგენლობა

ხაზი: სანდრო თოდუა, შალვა აფციაური, ბაჩანა მონიავა, ზაურ ლუტიძე, ამირან შვანგირაძე, მერლს პიტერსი, გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: გიგა კობახიძე, თამაზ ჭამიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი სინაურიძე;

მარქაფა: შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ბადრი ციხისთავი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ცუცქირიძე; მიხეილ ყაჩლავაშვილი, გიორგი ფრუიძე, ლუკა ცირეკიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად რაგბი