გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

90 მილიონის სანაცვლოდ – ლივერპულმა მორიგი დიდი ტრანსფერი შეათანხმა!

გააზიარეთ

ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობს. ფლორიან ვირცის ვარსკვლავური ტრანსფერის შემდგომ მერსისაიდული გრანდი კვლავ შემტევი ხაზის გაძლიერებაზე იყო კონცენტრირებული, მისია კი წარმატებით შეასრულა.

თავდაპირველად ლივერპულს ნიუკასლის ფორვარდის, ალექსანდრ ისაკის ყიდვა სურდა, თუმცა, რეკორდული შეთავაზების მიუხედავად, ნიუკასლი შვედი ფორვარდის გასხვისებაზე ვერ დაიყოლია.

ამის შემდგომ, არნე სლოტის გუნდი ფრანკფურტის აინტრახტის ახალგაზრდა ფორვარდის, ჰუგო ეკიტეკეს გადაბირებაზე ამუშავდა და ტრანსფერი რამდენიმე დღეში დახურა კიდეც. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ფრანგი შემტევი ლივერპულში 90 მილიონის სანაცვლოდ (ბონუსებით 95) გადავა.

ეკიტეკემ მერსისაიდულ გრანდთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი წითლების ღირსებას 2031-წლამდე დაიცავს. ეკიტეკეს პრიორიტეტი დაინტერესების დღიდანვე ლივერპული იყო, შესაბამისად მან სხვა შეთავაზებები იუარა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები