გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პელეგრინი: ამ ფაქტორმა მატჩის მიმდინარეობაზე ძალიან იმოქმედა

გააზიარეთ

მიუხედავად კარგი დასაწყისისა, რეალ ბეტისი ლონდონის ჩელსისთან მეორე ტაიმში უძლური იყო, ანგარიშმა კი გამანადგურებელი სახე მიიღო – 4:1.

მატჩის შემდგომ ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მედიის კითხვებს უპასუხა:

“კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, გოლიც გავიტანეთ და რამდენიმე მომენტიც შევქმენით, თუმცა მეორე ტაიმში ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა თამაშზე დიდი გავლენა მოახდინეს. გაშვებულმა გოლებმა თამაშის სცენარი სრულად შეცვალა.

საბოლოო ანგარიში გუნდებს და თამაშის ხარისხს შორის რეალურ სხვაობას არ ასახავს. ტრავმირებული ფეხბურთელები ძალიან დაგვაკლდნენ და ამან გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. ეს კიდევ უფრო მეტად აისახება ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ლონდონის ჩელსია.

ეს ჩემს სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საღამოა. ვამაყობ ჩვენი ფანებით, გვინდოდა, რომ მათთვის სიამაყის საშუალება მიგვეცა და გაგვეხარებინა, თუმცა არ გამოგვივიდა.

სასიხარულოა, რომ ევროტურნირებზე მომდევნო სეზონშიც მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა ჩილელმა მწვრთნელმა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები