გამოგვიწერეთ

კალათბურთი

FIBA-ს რჩეულებში ორი ქართველი მოხვდა

გააზიარეთ

FIBA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ის 25 კალათბურთელია მოხსენიებული, რომელთაც მოახლოებულ ევრობასკეტზე უნდა დავაკვირდეთ.

ტურნირის უმთავრეს ვარსკვლავებს შორის ორი ჩვენებურიც მოხვდა – სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსიდან და გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქიდან.

სანდრო მამუკელაშვილი (მძიმე ფორვარდი/ცენტრი)

დაბადების თარიღი: 1999 წლის 23 მაისი (26 წლის)

სიმაღლე: 211 სმ.

გუნდი: ტორონტო რეპტორსი (NBA)

სანდრო მამუკელაშვილი ევრობასკეტის ყველაზე მოქნილ ცენტრად მივიჩნიოთ. ქართველი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქეებისთვის, რადგანაც ფაქტობრივად ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფარქვეშ, ასევე – პერიმეტრზე. მისი პოზიციის გათვალისწინებით, სანდრო ძალიან იშვიათად კარგავს ბურთს და თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სამაგალითო კალათბურთელი. გასულ ევროპის ჩემპიონატზე მამუს საშუალოდ ორმაგი დუბლი (15.1 ქულა, 11.0 მოხსნა) ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, ვფიქრობთ, მამუკელაშვილს უკეთესი სტატისტიკა ექნება და პროგრესს განაგრძობს.

გოგა ბითაძე (ცენტრი)

დაბადების თარიღი: 1999 წლის 29 ივლისი (26 წლის)

სიმაღლე: 213 სმ.

გუნდი: ორლანდო მეჯიქი (NBA)

თუ მამუკელაშვილი თანამედროვე კალათბურთელია, გოგა ბითაძე უფრო ტრადიციული ცენტრია. თუმცა, მასაც საკმაოდ კარგი შორეული ტყორცნა აქვს და პერიმეტრზე მისი შესაძლებლობები არ უნდა დავივიწყოთ. და მაინც, გოგას მთავარი პლუსი ფარქვეშ თამაშია. ბითაძე უნივერსალური ცენტრია – დამაჯერებელია საკუთარი ფარის დაცვისას და კარგად უმკლავდება მეტოქის პიკ-ენდ-როლებს. ქართველი ცენტრი პირველ პოზიციაზე მაშინ გამოდის, როდესაც საქმე შეტევაში მოხსნებსა და მეორე შეტევის შანსს ეხება. გოგა კარიერაში მეორე ევრობასკეტზე ითამაშებს, წინა ევრობასკეტზე კი, საშუალოდ 10.0 ქულა და 6.3 მოხსნა ჰქონდა.

გეტყვით იმასაც, რომ FIBA-ს რჩეულთა შორის ქართველების გარდა ნიკოლა იოკიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი (ორივე სერბეთი), იანის ადეტოკუნმბო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), ლაური მარკანენი (ფინეთი), ფრანც ვაგნერი, დენის შრიოდერი (ორივე გერმანია), ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო), იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა), იუსუფ ნურკიჩი, ჯანან მუსა (ორივე ბოსნია), ალპერენ სენგუნი, ჩედი ოსმანი (ორივე თურქეთი), დენი ავდია (ისრაელი), სანტი ალდამა (ესპანეთი), სიმონე ფონტეკიო (იტალია), გერშონ იაბუსელე, ალექს სარი, ზახარი რისაშე (ყველა საფრანგეთი), ვიტ კრეიჩი (ჩეხეთი), ნეემიას ქუეტა (პორტუგალია), პელე ლარსონი (შვედეთი) მოხვდნენ.

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ამ 25 კალათბურთელიდან რამდენიმემ შესაძლოა ევრობასკეტზე ვერ ითამაშოს. ჯერ გუნდების მთავარ მწვრთნელებს საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, მაგრამ სიაში ისეთი კალათბურთელებია, რომელთა თამაში ამ ეტაპზე საეჭვოა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში (კვიპროსი, ლატვია, ფინეთი, პოლონეთი) გაიმართება. ეს ჯგუფური ეტაპი, ხოლო ფლეი ოფებს ლატვია უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი